„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
რიაზანის მიტროპოლიტი თვლის, რომ ჭამის დროს ტელევიზორის ყურება უშვილობას იწვევს.
ვიდეო ერთ-ერთ რუსულ არხზე გამოქვეყნდა. კადრებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი რუსებს მოუწოდებს, რომ ამ ორი საქმიანობის ერთად გაკეთებაზე უარი თქვან.
სასულიერო პირის თქმით, მედიის სკანდალური სათაურები ადამიანებს აშინებთ და დეპრესიაში აგდებს. მიტროპოლიტმა მისი ახლობლის ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჭამის დროს ტელევიზორის ყურებისას ქალი ემოციურად აღიქვამდა ახალი ამბების შემაშფოთებელ სათაურებს, რის შედეგადაც მის ორგანიზმს შვილებს გაჩენის შიში გაუჩნდა.
სასულიერო პირის მტკიცებით, მას შემდეგ რაც ქალმა ტელევიზორის ყურება შეეწყვიტა, ის დაორსულდა და ახლა 3 შვილის დედაა.