მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს გამოსასყიდს სთხოვენ. მან გაავრცელა აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელი პატიმრის დედას გაუგზავნეს.
ვიდეოში აღბეჭდილია, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინელ დედას 5 000 ევრო ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილის სიკვდილით დასჯით ემუქრებიან.
„რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიარონ,“- წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.