მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
რუსეთში იძულებით დეპორტირებული 31 უკრაინელი ბავშვი მშობლებთან დააბრუნეს. სამშობლოში დაბრუნებული ბავშვები ამბობენ, რომ ყოფნა საშინელ პირობებში უწევდათ და ისე ექცეოდნენ, როგორც ცხოველებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ნაწილს კი ატყუებდნენ, რომ მშობლებმა მიატოვეს და ამიტომ უნდა გაეშვილებინათ. ბავშვების ოჯახებში დაბრუნება ორგანიზაცია "გადაარჩინე უკრაინას" დახმარებით მოხერხდა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთში 16 000-ზე მეტი უკრაინელ ბავშვის უკანონო დეპორტაცია მოხდა.