ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
1753504680
"რუსეთმა უკრაინას შეთანხმების დოკუმენტის პროექტი გადასცა, მაგრამ კიევი არ ჩქარობს რეაგირებას", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"ჩვენი დოკუმენტის პროექტი გადაეცა უკრაინულ მხარეს, რომელიც შეიცავს აბსოლუტურად მკაფიო ფორმულირებებს. ბურთი მათ მხარესაა, ჩვენ ველოდებით პასუხს", - განაცხადა პესკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად გაყინულია.