როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე, ბარტ გორმანი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთმა აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, ბარტ გორმანი ქვეყნიდან გააძევა“, - განაცხადეს რუსეთში აშშ-ის საელჩოში.
აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, რომ დიპლომატის გაძევებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და საპასუხო ნაბიჯის შესაძლო ვარიანტებს სწავლობენ.