1745828661
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ღამით რუსეთის რამდენიმე რეგიონში 115 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ღამით რუსეთის რამდენიმე რეგიონში 115 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ყველაზე მეტი, 102 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს. ამასთან, ცხრა დრონი ყირიმში, ორი კურსკის ოლქში, თითო-თითო კი, ბელგოროდისა და შავი ზღვის თავზე.
ბრიანსკის ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, ბრიანსკის ოლქში სავარაუდოდ ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ჩვენი რეგიონის თავზე ათობით უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – განაცხადა ბოგომაზმა.
ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხების ცნობით, ოლქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბრიანსკში მდებარეობს ქარხანა „კრემნი ელი“, რომელიც სამხედრო მიკროელექტრონიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.