"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ნიკა მელიასთვის ბრალი წაყენებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას გაურბიან ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც 2012 წლამდე არსებული რეჟიმის შექმნაში დიდი როლი მიუძღვით.
"საგამოძიებო კომისიას და ქართველ ხალხს გაურბიან ის რადიკალები, ის ე.წ. პოლიტიკოსები, ვის მიერაც 2012 წლამდე არსებული რეჟიმის შექმნის არქიტექტურაში ცხადია, დიდი როლი მიუძღვით, ასევე 2012 წლიდან დღემდე მათი საქმიანობა პირდაპირი მნიშვნელობით იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული და ეს ყველაფერი საზოგადოების მიერ არა ერთგზის იყო დანახული და შეფასებული. ახლა, როდესაც არ გინდა პასუხი გასცე საჯაროდ საზოგადოებას და ქართველ ხალხს, მოგიწევს პასუხები გასცე პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში დასმულ კითხვებს. ეს ყველაფერი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, სისხლის სამართლის კოდექსით. მელიამ კარგად უნდა იცოდეს ეს კოდექსი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი მუხლის დარღვევის გამო, აქამდეც მოუწია პასუხისგებაში ყოფნა. არც ეს მუხლი იქნება ამ შემთხვევაში გამონაკლისი," - ამბობს დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, საქმე ეხება უარს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაზე. კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. ქმედება ისჯება ჯარიმით, ან ერთ წლამდე პატიმრობით, ასევე თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.