17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმუქრება, რომ რუსეთი კიევში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე დარტყმას განახორციელებს, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტებს დაბომბავს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში პროვოკაციული უწოდეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჯეიმს ჰიპის განცხადებას, რომ უკრაინას უფლება აქვს, დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები სადღეღამისო მზადყოფნაში არიან საპასუხო დარტყმის განსახორციელებლად შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის იარაღით კიევში მდებარე გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.