ეროვნული ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს
1759820162
ევროკომისიის პრეზიდენტი აურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბოლო სვლა მოითხოვს სანქციების ახალ რაუნდს რუსეთის წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტი პუტინი ახლა აჩვენებს თავის სისუსტეს, რადგან რასაც ხედავთ არის, რომ ის ცდილობს ნაკლებად გაწვრთნილი, ნაკლებად გამოცდილი და ნაკლებად მოტივირებული პერსონალის მობილიზებას და მას სურს ფსევდორეფერენდუმების ჩატარება უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ამიტომ ვფიქრობ ეს კვლავ მოითხოვს სანქციებს ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.