ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
რუსეთის არმია განიცდის მაღალკვალიფიციური და შესაბამისი უფლებების მქონე ოფიცრების ნაკლებობას,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ ანგარიშში წერს.
„ომის მიმდინარეობის პერიოდში, რუსეთმა სავარაუდოდ განიცადა გამანადგურებელი დანაკარგები უმცროსი და საშუალო ჩინის ოფიცრებს შორის. უმცროს ოფიცრებს უწევდათ ყველაზე დაბალი დონის ტაქტიკური მოქმედებების წარმართვა, რადგან რუსეთის არმია განიცდის მაღალკვალიფიციური და შესაბამისი უფლებების მქონე ოფიცრების ნაკლებობას.
უკრაინაში რუსეთის ძალებს შორის ლოკალიზებული ამბოხების მრავალი სანდო ცნობების გათვალისწინებით, გამოცდილი და სანდო ოცეულის და ასეულის მეთაურების ნაკლებობა, სავარაუდოდ, გამოიწვევს სულისკვეთების შემდგომ დაქვეითებას და შენარჩუნდება დისციპლინის ამჟამინდელი დაბალი დონე“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.
გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1745260232
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403