ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას, რათა ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო და დაზვერვის სამსახურებთან შეხვედრის გამართვის შემდეგ.
მოსკოვმა ხელახალი კონტაქტი დაამყარა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, რათა დაარწმუნოს იგი, „შეუერთდეს აგრესიის ახალ აქტებს“ - აცხადებს ზელენსკი, რომელიც ამტკიცებს, რომ „ფლობს ორ ქვეყანას შორის გამართული საუბრის დეტალებს“.
მოსკოვი ასევე განიხილავს ბელარუსის ტერიტორიის გამოყენებას მეზობელ ნატოს წევრ სახელმწიფოებზე თავდასხმისთვის - განაცხადა ზელენსკიმ.
„უკრაინა უდავოდ დაიცავს თავს და თავის ხალხს, თუ ლუკაშენკო შეცდომას დაუშვებს და გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს რუსეთის ამ განზრახვასაც“, - დაწერა ზელენსკიმ.