„ბავშვმა მამის მაისური ჩაიხუტა, ხელს ვერ აშვებინებენ..." - ბექა ჩხაიძის ვიდეომიმართვა
1761721860
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ანტალიაში გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია.
„მეკითხებით, ვგეგმავთ თუ არა სხვა ქვეყნებზე თავდასხმას? ჩვენ არ ვგეგმავთ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას. ჩვენ არც უკრაინას არ დავსხმივართ თავს.
ჩვენ არაერთხელ ავხსენით: უკრაინაში შეიქმნა სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.