"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთი 2022 წლის ევროვიზიაში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინაში უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, რუსეთის ჩართვა წლევანდელ ევროვიზიაში კონკურსის რეპუტაციას დააზიანებს.
"ჩვენ ერთგული ვრჩებით კულტურული შეჯიბრის ღირებულებების დაცვის, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას, ერთად კრებს აუდიტორიებს აღნიშნავს მრავალფეროვნებას მუსიკით და ერთ სცენაზე აერთიანებს ევროპას" - წერია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.