შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
11-12 მარტის ღამეს უკრაინაში, ქალაქ ხარკოვთან მდებარე სოფლის პიატიხატკის დაბომბვის შედეგად წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ტაძარი დაზიანდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხარკოვის ეპარქია ავრცელებს.
ეპარქიის ცნობით, ეკლესიაში ჩამტვრეულია ფანჯრები და კარები, დაზიანებულია ეკლესიის კედლები, დამტვრეული საეკლესიო ჭურჭელიც.
პიატიხატკის ტაძრის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და 2013 წელს ხარკოვის მთავარეპისკოპოსმა აკურთხა.