1691045330
რუსები ხარკოვს არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ბომბავენ - უკრაინის გენშტაბი

რუსი ოკუპანტები ხარკოვისა და სუმის ოლქების სხვადასხვა ტიპის იარაღიდან დაბომბვას აგრძელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსებმა სუმის ოლქის ლუტოეს, ისკრასკოვშჩინასა და ბელოვოდის დასახლებების ტერიტორიები არტილერიიდან დაბომბეს.
„ხარკოვის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბა სვეტლიჩნოეს, შაპოვალოვკას, პრუდიანკას, დემენტიევკას, პიტომნიკის, რუსკი ტიშკის, პობედას, ვერხნი სალტოვის, გუსაროვკას, ბაზალეევკას, სტარაია გნილიცას დასახლებები. რტიშჩევკასა და სალტოვის მახლობლად კი ავიადარტყმები განხორციელდა“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ვოლინის, პოლესკისა და სევერსკის მიმართულებებით.