„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის დაბომბვა განაახლეს და შტურმის განხორციელებას გეგმავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქის დამცველები ძალიან მძიმე სიტუაციის მიუხედავად, თავის პოზიციებს ინარჩუნებენ.
„მტერი ცდილობს, საბოლოოდ ჩაახშოს მარიუპოლის დამცველთა წინააღმდეგობა „აზოვსტალის“ რაიონში. განაახლეს საჰაერო დარტყმები ქარხნის ტერიტორიაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვის ზონაზე და ცდილობენ, განახორციელონ თავდასხმითი ოპერაციები“, – განაცხადა არესტოვიჩმა.