ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
1753504680
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აკრძალა ქვეყნიდან ნაღდი ფულის სახით 10 ათას დოლარზე მეტის გატანა. შესაბამისი ბრძანებულება კრემლის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
აკრძალვა 2 მარტიდან ამოქმედდება. მანამდე 10 ათას დოლარზე მეტის უცხოეთში გასატანად საკმარისი იყო დეკლარირების პროცედურის გავლა.
გარდა ამისა, ბრძანებულება რუსეთში ცხოვრების უფლების არმქონე პირებს ე.წ. „არამეგობრული ქვეყნებიდან“ და მათ კონტროლქვეშ მყოფი სტრუქტურებიდან უკრძალავს სამთავრობო კომისიის თანხმობის გარეშე ფასიანი ქაღალდებითა და უძრავი ქონებით გარიგებებს, რუბლებში კრედიტის აღებას.
დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ პუტინმა დროებითი ზომების შემოღება გადაწყვიტა „აშშ-ისა და მას მიტმასნილი უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მტრული და საერთაშორისო სამართალთან წინააღმდეგობაში მყოფ ქმედებებთან დაკავშირებით.“