17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
NATO-ს სამიტისგან, რომელიც 28-30 ივნისს მადრიდში გაიმართება, ოლაფ შოლცი უკრაინის ომის ფონზე ერთიანობისა და სიმტკიცის სიგნალს ელის.
ამასთანავე, გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უგუნური იქნება NATO-რუსეთის დამფუძნებელი აქტის შეწყვეტა, რადგან ეს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტსა და მის პროპაგანდას წაადგება.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ 1997 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი ადასტურებს იმ პრინციპებს, რომელსაც პუტინი ასე უხეშად არღვევს - ძალადობაზე უარის თქმა, საზღვრებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემა.