17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ პსაკმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს.
„პრეზიდენტ პუტინის ჩანაფიქრი - ხელში ჩაეგდო უკრაინა, მოექცია ის რუსეთის შემადგენლობაში, წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, არ აღმოჩნდა წარმატებული. მოგეხსენებათ, ის ელოდა და აპირებდა მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარში კიევის ქუჩებში გაემართა. ცხადია, ეს არ არის ის, რაც მოხდება. მას სურდა, რომ ეს ყოფილიყო ნატოსა და დასავლეთის გაყოფის მომენტი. რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს უკრაინის გამარჯვება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - აღნიშნა ჯენ ფსაკმა.
9 მაისი მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეა, რასაც რუსეთი მარშით აღნიშნავს.