მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები დღეს უკრაინაში ჩავლენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს პოლონეთის მთავრობაში, სადაც აღნიშნავენ, რომ ვიზიტის მიზანია უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურება.
„ამ ვიზიტის მიზანია ასევე უკრაინისა და უკრაინელებისთვის მხარდაჭერის ფართო პაკეტის წარდგენა“, – ნათქვამია განცხადებაში.