წყალი 17 საათით შეწყდება - მისამართები და აღდგენის დრო
1779430113
კრეტაზე, პოლიციიდან 5 საშიში კრიმინალი გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულები პირეას პორტიდან 5 თებერვალს ჩაიყვანეს სპეცრეისით და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია როგორ თუმცა ხუთივე მათგანმა შეძლო პოლიციიდან გაქცევა.
გაქცეულ პატიმრებს უმძიმესი ბრალდებები აქვთ: მკვლელობა, ყაჩაღობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ა.შ.
მათი ადგილსამყოფლის დასადგენად პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.