5 ნიშანი, რომ ორგანიზმს მეტი წყალი სჭირდება – სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ
1792687053
ომის გამო უკრაინიდან ევროპის ქვეყნებში წასული ადამიანები სამშობლოში მასობრივად ბრუნდებიან. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დევნილების 60 პროცენტი დაბრუნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე, ვიქტორ ანდრუსივზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რისკების მიუხედავად ვაკვირდებით, რომ უკრაინელები მასობრივად ბრუნდებიან სამშობლოში. ასეთი უკვე 4,8 მილიონი ადამიანია. ქვეყნიდან გასული ადამიანების თითქმის 60% უკან დაბრუნდა“, – განაცხადა მინისტრის მრჩეველმა.
ანდრუსივის ვარაუდით, ქვეყანაში დაბრუნებულ უკრაინელთა რაოდენობა ისევ გაიზრდება.