პენსია იზრდება - დეტალები ბიუჯეტის პროექტიდან
1790798518
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ისევ დონეცკის ოლქია. პოზიციების გამაგრებისა და ოკუპანტების მოგერიების მიზნით, იქ უკრაინამ დამატებითი საარტილერიო ბრიგადა გადაისროლა, რომელიც ოკუპანტებს პოლონური წარმოების ჰაუბიცებით შეუტევს.
განსაკუთრებით აქტიურია ბრძოლები ბახმუტის მისადგომებთან. საოკუპაციო ძალა, სტატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის აღებას, უკვე თვეებია ცდილობს. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ დნიპროში მრავალსართულიან კორპუსზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა.