15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
უკრაინაში ომის 153-ე დღეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე , განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის ხუთი დასახლება დაბომბეს.
მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებს გარკვეული წარმატება აქვთ უგლე გორსკისელექტროსადგურთან. რუსული ჯარები ქარხნის ტერიტორიის დაკავებას, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობენ.
აფეთქებების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა დონეცკის ოლქში, დაიწვა ნავთობის საცავი, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.