„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, - ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ომი აუცილებლად დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ის უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის. ჩვენ უნდა განვდევნოთ ოკუპანტები ჩვენი მიწიდან. ჩვენთვის, ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი გზა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს არ აქვს უფლება, დამარცხდეს რუსეთთან, რადგან ამ შემთხვევაში, დემოკრატიაც დამარცხდება.