15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია კოორდინაციას აწარმოებს G7-ისა და ევროკავშირის ლიდერებთან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების მიზნით.
ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა აბსოლუტურად გაუმართლებელია და მას „პუტინის ომი“ უწოდა.
„ცხადი გახდება, რომ პუტინმა საშინელი შეცდომა დაუშვა ამ ომის გაჩაღებით. რუსეთი მწარე ფასს გადაიხდის მეზობელ ქვეყანაში შეჭრისთვის. მოვუწოდებ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმა. მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.