ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
რუსი დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინელი მღვდლის, ვასილი ვიროზუბის წამებას, რომელიც თებერვლის ბოლოს საფირონის სამაშველო გემის ეკიპაჟთან ერთად ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოდესის ეპარქიის სასულიერო პირი, ოდესის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ვასილი ვიროზუბი ისევ პატიმრობაშია ბელგოროდის რეგიონის ქალაქ სტარი ოსკოლში #2 წინასწარი დაკავების იზოლატორში. ჩვენი მღვდელი ციხეში ჩასვეს, აწამეს და ჯაშუშობაში დაადანაშაულეს“, - ამბობს არქიმანდრიტი ნიკიტა.
ის სთხოვს ყველას, ვინც გულგრილი არ არის, ილოცონ ვიროზუბის და სხვა უკრაინელი ჯარისკაცების სწრაფად გათავისუფლებისთვის, რომლებიც ახლა ამ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
მღვდელთან ერთად რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში 150-მდე უკრაინელი სამხედროა მოთავსებული.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264