1761855398
ნედ პრაისი - რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს
 
                                                                რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა უზრუნველყოს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
„დეტალებში არ შევალ. ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის წინ არ წავიდეს“, – განაცხადა პრაისმა.
როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, ამ მილსადენით გაზის მიწოდება ჯერჯერობით არ ხორციელდება.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    










