მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის დარტყმა ნატოს წევრ ქვეყნებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით, კონფლიქტის ესკალაციად ჩაითვლება, ამის შესახებ ინფორმაციას CBC News ავრცელებს.
„ნებისმიერი დარტყმა ნატოს წევრების მიწოდების ხაზებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით, ჩაითვლება კონფლიქტის ესკალაციად. შეტევა ნატოს ტერიტორიაზე, ნატოს ძალებზე, ნატოს შესაძლებლობებზე, ეს იქნება თავდასხმა ნატოზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
გამოცემა დასძენს, რომ ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა 30-ვე წევრზე თავდასხმას უდრის.