ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია
1746288429
შეწყდება თუ არა ცეცხლი უკრაინაში - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფრონტის ხაზზე ბომბების ხმა სიჩუმემ ჩაანაცვლოს, ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს.
უკრაინის პრეზიდენტი მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს ცეცხლი.
"მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან, გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის - სრული სიჩუმისთვის, ხანგრძლივი სიჩუმისთვის, მინიმუმ, 30 დღით. ეს სამართლიანი ვადაა. 30 დღეში შეიძლება შემდგომი ნაბიჯების მომზადება. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს შტურმები, შეწყვიტოს დაბომბვები. ამ მომენტის მდგომარეობით, რუსული დარტყმების ინტენსივობა სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა რუსეთის რუსეთის სურვილისა, შემდგომშიც გააგრძელოს ომი.
ყოველ ღამე თითქმის ასი “შაჰედი”. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უკვე 950 რუსულ ავიაბომბზე მეტი ჩამოვარდა უკრაინის ტერიტორიაზე… ჩვენ რუსეთს მთელ ფრონტზე ვპასუხობთ, ასევე, კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი აქტიურობა ნარჩუნდება," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.