შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, არ მგონია, საუკუნის დარჩენილ, უმეტეს ნაწილში, ვინმე ასე მკაფიოდ გაავლოს საზღვრები, ასე მძლავრად შეცვალოს წარმოდგენები ბოროტებასა და სიკეთეს შორის.
„თუ ვინმეს დავასახელებდი, ჩემი ნება რომ იყოს, ოცდამეერთე საუკუნის ერად - ეს უკრაინაა. არ მგონია, საუკუნის დარჩენილ, უმეტეს ნაწილში, ვინმე ასე მკაფიოდ გაავლოს საზღვრები, ასე მძლავრად შეცვალოს წარმოდგენები ბოროტებასა და სიკეთეს შორის.
p.s. 2008 წლის ჩვენი გმირები არავის ავიწყდება. უბრალოდ მსოფლიოს გამოღვიძებამ და შანსმა, რომ ბოროტება დამარცხდეს, მათქმევინა ეს სიტყვები“, - წერს გიორგი კეკელიძე.