„+31 +33 გრადუსი… ერთ დღეში ზაფხულის სიცხე დაფიქსირდება“ - მეტეოროლოგის პროგნოზი
1747423909
აზოვის ბატალიონის მიმართვას უკრაინული მედია გამოცემა YNIAN Telegram არხზე ავრცელებს.
მებრძოლები მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას ითხოვს.
„ყურადღება, აზოვსტლის ქარხნის ტერიტორიიდან ბოლო ევაკუაციის დროს ოკუპანტებმა ქალი და მისი პატარა 4 წლის ქალიშვილი ალისა წაიყვანეს, დედა ფილტრაციის ბანაკში ე.წ. DPR-ის (დონეცკის ოკუპირებული ოლქი) ტერიტორიაზე დარჩა.
დღეს, მხოლოდ ბავშვმა დანიშნულების ადგილს ზაპოროჟიეში მიაღწია, დედის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია! მსოფლიო საზოგადოებას ვთხოვთ, ჩაერიოს და შვილს დედა დაუბრუნოს“. - ნათქვამია აზოვის ბატალიონის მიმართვაში.
ნახეთ ვიდეო