რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ოფიციალური მინსკი მზადაა ბელარუსის ტერიტორიის გავლით უკრაინის მარცვლეულის შესაძლო ტრანზიტის საკითხი გარკვეული კომპრომისების სანაცვლოდ განიხილოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მისი განმარტებით, ბელარუსი უკრაინულ მარცვლეულს თავისი ტერიტორიის გავლით ბალტიის ზღვის პორტებისკენ გაატარებს თუ ბელარუსის პროდუქტებს ასევე გაუშვებენ ამ პორტებიდან.
აღნიშნული საკითხი ლუკაშენკომ გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან სატელეფონო კომუნიკაციისას განიხილა.