ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას უთხრა.
„ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა. უკრაინული მხარე მზადაა. ერთმანეთში სერიოზული მოლაპარაკებები გრძელდება ტექნიკურ და სხვა საკითხებზე“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.