„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
"აზოვსტალს" უკრაინელი სამხედროები ტოვებენ - ცოტა ხნის წინ, ეს ინფორმაცია გავლენიანმა უცხოურმა მედია გამოცემამ Reuters-მა გაავრცელა.
ამჯერად კი, იგივე გამოცემა ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ავტობუსებში სამხედროები სხედან.


როგორც Reuters იუწყება, ისინი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაჰყავთ, ცნობილია, რომ ქარხნის ტერიტორია დაახლოებით, 10-მა ავტობუსმა დატოვა.
ამ ინფორმაციას უკრაინაში კომპეტენტური უწყებები ამ დრომდე არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ამ თემაზე კომენტარს მოგვიანებით პრეზიდენტი ზელენსკი გააკეთებს.