მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უკრაინაში საომარ მოქმედებებს მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მარიუპოლის დაბომბვას უკრაინის წყალბურთის ნაკრების კაპიტანი, ევგენ ობედინსკი ემსხვერპლა.
ის 39 წლის იყო, სპორტსმენს სამი შვილი დარჩა.
მიმდინარე თვის განმავლობაში, ომს ხუთი ტიტულოვანი სპორტსმენი ემსხვერპლა.
19 წლის უკრაინელი მოთხილამურე, ევგენი მალიშევი რუსეთთან ომის დროს დაიღუპა, ის ხარკოვის დაცვისას ოკუპანტებმა იმსხვერპლეს.
კიევის დაცვისას, 27 წლის მორაგბე ვოლოდიმირ სტელმახი გარდაიცვალა.
უკრაინის კიდევ ერთი დიდი დანაკარგი კი კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი მაქსიმ კაგალი გახლავთ, რომელიც მარიუპოლისთვის ბრძოლას შეეწირა.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, კრივში ოთხგზის ჩემპიონი ალექსეი ძუნკოვსკი ირპინში ოკუპანტებმა მოკლეს.