„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს „ღორობას“ უწოდებს და ამბობს, რომ ისინი უკანონოა. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
ამასთანავე, ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინა ბელარუსზე თავდასხმისთვის ემზადებოდა.
„არაერთხელ განვაცხადე, რომ რუსეთის ფედერაციაც და ჩვენ მით უმეტეს ყოველთვის სანქციების ქვეშ ვართ. დღეს ისინი ბევრად მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ. ეს ყველაფერი არალეგიტიმური, უკანონოა და არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას", - განაცხადა ლუკაშენკომ.