შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ შჩასტიას მახლობლად 50-მდე რუსი ოკუპანტია განადგურებული.
„კრამატორსკის რაიონში ჩვენმა სამხედროებმა რიგით მეექვსე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. შეიარაღებული ძალები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ რუსულ ჯარს. სამხედრო ქვედანაყოფები საკუთარ პოზიციებზე იმყოფებიან. მოწინააღმდეგეს დანაკარგი აქვს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გჯეროდეთ უკრაინელი ჯარისკაცების“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ, ომი ოფიციალურად გამოაცხადა.