თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციას სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდებზე არ შეაჩერებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც ლავროვი აღნიშნავს, იგი ვერ ხედავს მიზეზს უკრაინასთან მოლაპარაკებების არ გაგრძელებისთვის, მაგრამ ამჯერად მოსკოვი არ შეაჩერებს სამხედრო ოპერაციას, როდესაც მხარეები კვლავ შეხვდებიან.
„მას შემდეგ რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავენ საპასუხოდ ცეცხლის შეწყვეტას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყდება იქამდე, სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, - განაცხადა ლავროვმა.