წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა ქალაქ ბუჩაში რუსი ჯარისკაცების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვასთან დაკავშირებით, ოფიციალური ექსპერტიზის დაწყების ბრძანება გასცა.
Reuters-ის ინფორმაციით, კრემლი თვლის, რომ უკრაინამ ბუჩაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ "განზრახ ცრუ ინფორმაცია" გაავრცელა და სწორედ, ამის საფუძველზე გადაწყვიტეს ექსპერტიზის ჩატარება.
შეგახსენებთ, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრები კიევის მახლობლად მდებარე ქალაქის ქუჩებში იპოვეს.