რუსეთში 40 წელს გადაცილებულ უშვილო კაცებს გადასახადი უნდა დაუწესონ - რუსი დეკანოზი
1747516723
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 396 მილიონს გადააჭარბა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის შემდეგ, კოვიდი თურქეთის თავდაცვის მინისტრსაც დაუდასტურდა.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კანადის დედაქალაქ ოტავაში სატვირთო მანქანების მძღოლების აქციების გამო. ისინი საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას აპროტესტებენ.
პორტუგალიაში კი, მგზავრობის რეგულაციები მსუბუქდება. ევროპული კოვიდ პასპორტის მფლობელებს ქვეყანაში შესვლის დროს ნეგატიური კოვიდ ტესტის წარდგენა აღარ მოუწევთ.