„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
აშკარაა, რომ რუსეთის ძალები ქალაქ ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე პასუხისმგებელნი არიან, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ვფიქრობ, საკმაოდ აშკარაა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე“, - განაცხადა კირბიმ.
ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწამები ცხედრები იპოვეს.