15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯენ პსაკიმ განაცხადებით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის გეგმები ამ დროისთვის არ განიხილება. ინფორმაციას THE HILL-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, თუ რუსეთი არ განმუხტავს სიტუაციას უკრაინაში ჯარების უკან გაყვანით, ჯო ბაიდენი პუტინს არ შეხვდება.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
როგორც ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლავროვთან შეხვედრის ერთ-ერთი წინაპირობა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრაზე უარის თქმა იყო, ახლა კი აშშ შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.