„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
უკრაინული საესტრადო მომღერალი ანი ლორაკი უკრაინაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.
„ჩემო საყვარელო ძმებო და დებო! უკრაინაში ომია! ომი სასიკვდილო და დამანგრეველია, მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველდღე იხოცება და რაც ყველაზე საშინელია, ბავშვები! მე ვარ უკრაინელი, მე ვარ დედა, ჩემი ნათესავები ახლა უკრაინაში ბომბების ქვეშ არიან, ისევე როგორც მილიონობით უკრაინელი.
ჩემი გული ახლა თითოეულ მათგანთანაა, ვინც ამ საშინელებას განიცდის! გევედრები, შეწყვიტო ეს უაზრობა. არავის უნდა ომი!“, - წერს ლორაკი.
ცნობისთვის, ანი ლორაკი Anonymous-ის მიერ გამოქვეყნებულ პროპაგანტისტთა სიაშია, სადაც თინა კანდელაკის სახელსაც ვკითხულობთ.