გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს
1749415059
გერმანიამ უკრაინისთვის საკუთარი წარმოების ტანკების მიწოდებაზე თანხმობა განაცხადა. აღნიშნულის შესახებ „სიენენთან“ ინტერვიუში გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.
საუბარია „ცივი ომის“ პერიოდში აღმოსავლეთ გერმანიაში დამზადებულ Pbv 501 ტიპის 56 ერთეულ ტანკზე.
როგორც მედია წერს, აღნიშნული ტანკები გერმანიამ შვედეთს მიჰყიდა, შვედეთმა კი ჩეხეთს, რომელმაც ეს ტანკები უკრაინას უნდა მიაწოდოს.
„გერმანიის საომარი იარაღის კონტროლის კანონის თანახმად, გერმანიაში წარმოებული ნებისმიერი სახის იარაღის ექსპორტი უშიშროების ფედერალურმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს“, – წერს მედია.