თბილისის №198 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1788639796
„მსოფლიოს უმეტეს ნაწილში სიკვდილიანობის ძალიან შემაშფოთებელ ზრდას ვხედავთ”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„მსოფლიოს უმეტეს ნაწილში სიკვდილიანობის ძალიან შემაშფოთებელ ზრდას ვხედავთ. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ გავრცელებული ნარატივით, რომ „ომიკრონის“ მაღალი გადაცემისა და დაბალი სიმძიმის გამო, ვირუსის გადაცემის პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარ არის საჭირო. მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს. ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია დანებება ან ვირუსზე გამარჯვების გამოცხადება“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.