2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
რუსეთის საოკუპაციო ძალები ხერსონის ოლქს ბომბავენ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსი სამხედროები შეტევით მოქმედებებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით, თუმცა ისინი დიდ ზარალს განიცდიან.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის რაიონის სასაზღვრო ზონაზეც მიიტანეს იერიში. დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა სამი კერძო სახლი და დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და ხუთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსეთმა 70-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტებზე.