ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
ბოგდან ბეზკროვნი საფეხბურთო კლუბს სეზონის დაწყების წინ დაუბრუნდა. მეკარემ უკრაინაში მიმდინარე ომზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრა. სპორტსმენი ამბობს, რომ თელავი და ქართველები მის სამშობლოს ემოციურად გულშემატკივრობენ.
„აქ ვარ, ვხედავ და ვგრძნობ ყველაფერს, როგორ გულშემატკივრობთ უკრაინას, ჩემს სამშობლოს, როგორ ემოციურად განიცდით და რეაგირებთ – მადლობა თელავს, მადლობა ქართველებო, გაფასებ და მიყვარხარ საქართველო“,- ამბობს ბეზკროვნი.
ფეხბურთელს ოჯახი უკრაინაში დარჩა. სპორტსმენის დედა და უმცროსი და-ძმა ქვეყნის დედაქალაქიდან დასავლეთ უკრაინაში არიან გახიზნულები, ხოლო მამა, კიევში იბრძვის.
„დღეში რამდენჯერმე ვუკავშირდებით ერთმანეთს და ვამხნევებთ. მამა ყოველი თამაშის წინ მეუბნება, რომ მშვიდად ვიყო და ვაკეთო ჩემი საქმე ისე, რომ არავინ დავაღალატო, რომ ჩემი გუნდისთვის არაფერი დავიშურო. ისინი ამ მძიმე პერიოდშიც კი მიყურებენ და მქომაგობენ”- ამბობს სპორტსმენი.
ბოგდან ბეზკროვნი ყვება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, თამაშის დროს გულშემატკივრების განსაკუთრებულ მხარდაჭერას გრძნობს.
„განსაკუთრებით მაძლიერებს თელაველი გულშემატკივრების მხარდაჭერა. რამდენიმე დღის წინ ბოლნისში ვთამაშობდით, მესმოდა მათი შეძახილები და ახლაც ჟრუანტელი მივლის. არ დავმალავ, თამაშის დროს, სიამაყისგან და ბედნიერებისგან ცრემლიც კი მომივიდა. იმედი მაქვს, ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება“,- ამბობს სპორტსმენი.
საფეხბურთო კლუბ "თელავის" მეკარე 23 წლისაა. ქართული კლუბი, მისთვის პირველი უცხოური გუნდია, სადაც ის, რამდენიმე წლის წინაც თამაშობდა.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264