„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არსებული ჰუმანიტარული ვითარებით. ინფორმაციას RIA ავრცელებს.
„ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების ნაწილი, მაგრამ მხარს ვუჭერთ დიალოგს, ასევე მხარს ვუჭერთ თურქეთის კეთილ ნებას ამ მიდგომის გასავითარებლად, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა უკავშირდება ჰუმანიტარულ ვითარებას უკრაინაში. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმის გამო, რაც ახლა ხდება და მიგვაჩნია, რომ მოხდა შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ჩამოვედი მოსკოვში პრაგმატული მიდგომით. ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარების გამო“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.