მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უკრაინაში, მიკოლაივის რაიონში, ოკუპანტებმა მშობიარე ქალს უახლოეს საავადმყოფოში წასვლის უფლება არ მისცეს და ქალს სროლით ემუქრებოდნენ.
ქალს მშობიარობა კომენდანტის საათის დროს დაეწყო. ამის გამო, რეგიონულმა და ქალაქის ჯანდაცვის განყოფილებებმა ვიდეოკავშირი მოაწყვეს. ქალის მშობიარობას ექთანი და ქალაქის მეან-გინეკოლოგი ონლაინ ესწრებოდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ქალს ბიჭი შეეძინა, ამჟამად ორივე თავს კარგად გრძნობს.
